ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ერთი ამბავი იყო ატეხილი, ვაქცინა იგვიანებსო. ახლა ქილიკობენ, ცოტა იკეთებსო.
თუ გადარდებდათ ქვეყნის დროული ვაქცინაცია, ნუკი ქილიკობთ, პოლიტიკოსები, პაეტიები, თქვენი მედია საშუალებებით, ენჯეოებით და აქტივისტებით, ვაქცინაციის პროპაგანდაში უნდა ჩაერთოთ, ხელისუფლებასთან ერთად.
ყველა მოქილიკეს ეხება.
ვინც არ აპირებთ აცრას, სხვებს ნუ მოუწოდებთ. მხოლოდ თქვენს თავზე აგეთ პასუხი. აცრა ნებაყოფლობითია (ჯერ). ჰოდა, ანტიპროპაგანდას ნუ ეწევით.
ვერც ხელისუფლების ეფექტიან კამპანიას ვხედავ.” -წერს სალუქვაძე.
კომენტარები