ვაქცინაციისას ფილერთან დაკავშირებული რეაქცია უკიდურესად იშვიათია, მისი განვითარების შემთხვევაში კი სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინამ მინიმალური რეაქცია გამოიწვია, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე სტეროიდის მიღება, რის შემდეგაც პრობლემა გვარდება.
„საფრთხე არ არსებობს, რადგან ფილერთანდაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ ჯვარედინი პასუხი იმუნიტეტის, მინიმალურ შემთხვევებში გრიპის ვაქცინაზეც ფიქსირდება მთელს მსოფლიოში, უბრალოდ ამას არ აქცევდნენ ადამიანები ყურადღებას. ეს რადგანაც მაინც უცხო სხეულია, შესაძლებელია იმუნოლოგიური რეაქცია იყოს, თუმცა ეს უკიდურესად იშვიათია და ამის განვითარების შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება. ის არ გადადის ვთქვათ კვინკეს შეშუპებაში და რთულ ფორმებში. რამდენიმე დღით ინიშნება სტეროიდები, მაგალითად დექსამეტაზონი, რომელსაც ყველა იცნობს და გვარდება ეს პრობლემა ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე. ამ ყველაფერს სწორედ CDC-ზედაყრდნობით ვლაპარაკობ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.