დღეს ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არა ერთი შედევრით გაახარებს თავის მკითხველს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
პრემიერის თქმით, დოჩანაშვილის შემოქმედება სავსეა შთამბეჭდავი და გულწრფელი, სიყვარულითა და სიცოცხლის ძლიერი სურვილით გაჯერებული ამბებით, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ მკითხველთან.
„დღეს ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მისი შემოქმედება სავსეა შთამბეჭდავი და გულწრფელი, სიყვარულითა და სიცოცხლის ძლიერი სურვილით გაჯერებული ამბებით, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ მკითხველთან.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არა ერთი შედევრით გაახარებს თავის მკითხველს“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.