თბილისის მერის, კახა კალაძის დიაგნოზი, ვესტიბულოპათია მისი სპორტული წარსულითა და დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით არის განპირობებული, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, ანგიოლოგმა, მამუკა ბოკუჩავამ განაცხადა.
„კახა კალაძის დღევანდელი სამუშაო დიაგნოზია ვესტიბულოპათია, რომელიც განპირობებულია მისი სპორტული წარსულით, ასევე, დღევანდელი დაძაბული სამუშაო რეჟიმით. იგი არ საჭიროებს არანაირ ქირურგიულ კორექციას“, – განაცხადა მამუკა ბოკუჩავამ.
კომენტარები