ხატია შამუგიამ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” სტუმრობისას “ისი პარისთან თანამშრომლობის დასრულების დეტალებზე ისაუბრა.
ხატია შამუგია კომპანია “ისი პარიში” პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად 12 წელი მუშაობდა, თუმცა თანამდებობის დატოვება კომპანიის გადაწყვეტილებით მოუწია.
“ერთ დღესაც, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, გადავწყვიტე შუები გამეკეთებინა, წავიღე სამსახურში, გავასინჯე ყველას, შემდეგ შევედი დირექტორის კაბინეტში, ის და “ეიჩარი” ისხდნენ, ვიფიქრე მათაც გავასინჯებთქო… ძალიან ისეთი სახეები ჰქონდათ, ცუდათ მენიშნა. ნახევარ საათში ვიგებ, რომ მათ შეეცვალათ ხედვები. მოკელდ, ჩვენი დამშვიდობების წუთებიაო. ერთ-ერთი დამფუძვნებელმა, რომელთანაც ახლოს ვიყავი, მან აიღო თავის თავზე, რომ ეს ეთქვა. სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობა შენთანო. არც დავინტერესებულვარ დანარჩენით. წამოვედი.
მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ უკვე წარსულია. თითქოს საკუთარი შვილი, რომელსაც ზრდი, უგულებელყოფს. მეგონა, რომ ამ კომპანიაში უნდა დავბერებულიყავი. შეიძლება ძალიან ვბოდავდი.
ეს იყო საოცარი ტკივილი და იმედგაცრუება. დედაჩემის გარდაცვალების მერე კიდე რამე თუ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენებდა, არ მეგონა. ანუ არაფერი რომ არ იცი და შენს ზურგს უკან გადაწყვეტილებები მიღებულია. უცებ რჩები ხელმოცარული. როდესაც პოსტი დავდე, ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ამ პოსტზე გამოხმაურებები იყო. თუ რაიმე სიკეთე გამიკეთებია, ეს დამიბრუნდა ამ დღეებში”, – განაცხადა ხატია შამუგიამ.