ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ლევან მამალაძე „პოლიტიკური პატიმარია“, რის გამოც პრეზიდენტისგან მის შეწყალებას ითხოვენ.
მათივე თქმით, სურთ, რომ მოთხოვნის შესახებ ხმა მიაწვდინონ როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, რომელიც ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრას გამართავს.
ლევან მამალაძეს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
კომენტარები