კასპში კორონაირუსის ინფექციის გამო სამთავისის საკათედრო ტაძარი დაიკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია კასპელი ეპისკოპოსი, მეუფე დამიანე. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულია თითქმის ყველა მღვდელი, მონაზვნები და მრევლი. დაკეტილია სკოლა. სასულიერო პირების ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ კორონავისურის გავრცელების წყარო ეკლესიაა, თუმცა დადასტურებით ამის თქმა ეპიდემიოლოგიური კვლევის გარეშე წარმოუდგენელია.
ადგილობრივების თქმით, რომ სოფელში მრევლი და ეკლესიის მსახურები მოსალოცად იყვნენ წასული ავტობუსით. კორონავირუსი კი იქიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ.
თითქმის ერთი კვირაა, სამთავისში წირვა-ლოცვა აღარ აღევლინება.
სამთავისის ტაძარი 10 დღით დაიკეტა.
კომენტარები