ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3527 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3365 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0162 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5920 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5900 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.
კომენტარები