დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც გაიხსნება ფანჯრები. ისინი მიმაგრებული არიან კონკრეტულ დაწესებულებებს და შესაბამისად, მათ აცრიან ადგილზე, იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი დიალიზის თერაპიას გადიან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
კორონავირუსზე ასაცრელთა ასაკობრივი ჯგუფი გაფართოვდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
კომენტარები