საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშივილი იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) გამოვა. Sardegna Open იტალიაში 5-11 აპრილსაა დაგეგმილი.
ნიკა თიხის კორტებზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს. ბასილაშვილი იტალიურ ტურნირში მე-4 განთესვითჩაებმება, მასზე უკეთესი რეიტინგი კი მხოლოდ დანიელ ევანსს ტეილორ ფრიცსა და ლორენცო სონეგოს აქვთ.
Sardegna Open პირველად ტარდება და მას მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. ის ATP-ს რანგის მე-4 ტურნირია, რომელიც იტალიაში ჩატარდება. შეგახსნებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზეა.
კომენტარები