ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვაზე, რუსეთიდან მხოლოდ ის ჩამოვიდა! – ამის შესახებ ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ვალოდია პოზნერი საქართველოში ლამისაა ყოველ წელს ჩამოდის, შარშანაც იყო, მეჟდუპროჩემ…
მას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს!
ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვაზე, რუსეთიდან მხოლოდ ის ჩამოვიდა! ინტერვიუც ჩავწერე მასთან… 2008 წლის აგვისტოს ომის მე-4 დღესაც ჩავწერე ინტერვიუ, აფხაზეთზეც ვისაუბრეთ და აფხაზეთი საქართველო არ არისო, მსგავსი არაფერი უთქვამს!
საკაშვილმა კი თქვა და ნამვილად თქვა, რომ აფხაზეთი საქართველო არასდროს არ ყოფილა, მასზე ქართველ კომპოზიტორებს სიმღერაც კი არ აქვთ დაწერილიო!
ვალოდია ჩემი ახლობლების ახლობელია და ჩემი დის მოხვეული ხინკალიც მიურთმევია, ღმერთმა შეარგოს!
დღეს გამსახურდიას დაბადების დღეა და აბა გაიხსენეთ რა აზრის იყო იგი ლიაკა ხოშტერიას მამაზე?
ჰოდა ამ პატომსტვენმა ნასედკამ, კრემლის მთავარი კორპუსის კურსდამთავრებულმა მშვენიერმა ელენამ რომ მოკეტოს, ვერააა?”, – წერს ირა გოგოსაშვილი.