ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული კოვიდ-19-ით 18 პირი შეიყვანეს. მათგან ათი ჭიათურის სოფელ ითხვისის მკვიდრია.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, სოფელში შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს. ამ დროისთვის სოფელში ვირუსი 21 ადამიანს გამოუვლინდა, 29 კი – თვითიზოლაციაში იმყოფება.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებულებს შორის არიან ხანდაზმულები, მათ შორის ერთი 100 წელს გადაცილებული ქალბატონია.
კომენტარები