ქვეყანაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, იმ წესების დაცვა სჭირდება, რომელსაც დარგის სპეციალისტები ყოველდღიურად გვახსენებენ და მაინც ვივიწყებთ, – გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.
„მსოფლიომ და მათ შორის საქართველომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ დღეს ჩვენ, ყველას ერთად მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ საფრთხე არსად წასულა. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევეცდებით, მოვიხმაროთ პირბადე, დავიცავთ ფიზიკურ დისტანცია და ჩავიტაროთ საჭირო დროს ვაქცინაცია, რისკის წინაშე დავაყენებთ, როგორც საკუთარ ისე სხვის ჯანმრთელობას და ასევე ქვეყნის უსაფრთხოებას. ვირუსის ზიანს თუ ჩვენს უპასუხისმგებლობას დავუმატებთ, სირთულე, რომელიც ზოგისთვის შესაძლოა სიცოცხლის რისკის ტოლფასი აღმოჩნდეს, გარდაუვალი იქნება“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.