ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა ჯერ ნამდვილად არ დგას. დღეს მთავარია, ყურადღების გაძლიერება იმ წესების დაცვაზე, რომლებიც მოქმედებს. ეს წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, მაგრამ ჯერ ის შეზღუდვები, რომლებიც ძალაშია, საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია და მთავარია, აღსრულება. ეს პასუხისმგებლობა ორმხრივია როგორც მოქალაქის, ასევე მაკონტროლებლის დონეზე. მთავარი აქცენტი გაკეთდება, რომ დაწესებული შეზღუდვები არ დაირღვეს, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი შეზღუდვებისა და ფართომასშტაბიანი შეზღუდვების აუცილებლობა“, – აცხადებს თამარ გაბუნია.