მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილს უნდა კიდეც, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, თუმცა მგონია, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რომ შემდგომში ამით მანიპულირება მოხდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი არის, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც დაახლოებით 2 თვის წინ იყო და პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის წესებს თითქმის ყველა იცავდა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ გუშინ 900 შემთხვევა შეიძლება გაქცეულიყო ნახტომისებურად როგორც მისივე თქმით, ნოემბერ-დეკებერში მოხდა.
„მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილს უნდა კიდეც, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, თუმცა მგონია, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს, რომ შემდგომში ამით მანიპულირება მოხდეს, თითქოს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. მთავარი არის, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რაც დაახლოებით 2 თვის წინ იყო, როცა პირბადეს ვხმარობდით და სოციალურ დისტანციას ვიცავდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.