სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მგზავრი დაშავდა. შემთხვევა წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
Imedinews-ის ინფორმაციით, „მერსედესისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც ადგილზე, სოფელ საქობოში მცხოვრები კაცი გარდაიცვალა. დაშავდა „ფორდ ტრანზიტის“ 5 მგზავრი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
კომენტარები