თვითმკვლელმა ტერორისტმა თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში, საპოლიციო ოპერაციის მსვლელობისას, თავი აიფეთქა, რის შედეგადაც არიან დაჭრილები. ამის შესახებ „სი-ენ-ენ თურქი“ იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ტერორისტების ბლოკირება განახორციელა. შეტევის დროს ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაჭრილთა შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე ათი სასწრაფო დახმარების მანქანა გავიდა.
კომენტარები