შეგვიძლია, გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ კომენდანტის საათი? – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით კაჭარავამ ჯანდაცვის მინისტრს.
“რამდენად ეფექტურად მუშაობს კომენდანტის საათი და საერთოდ, შეგვიძლია თუ არა, რომ გადავწიოთ ან საერთოდ გავაუქმოთ კომენდანტის საათი, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როდესაც კომენდანტის საათი იწყება, მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში და იქნება ძალიან დიდი მობილობა, რაც დაავადების ძალიან დიდი რისკს ქმნის” – თქვა მან.
კომენტარები