ბოლო შემთხვევა იყოს, როდესაც ვინმე გაბედავს და თავს უფლებას მისცემს, საქართველოს პარლამენტის არჩეულ დეპუტატს, რომლის მანდატიც არის თავისუფალი, მითითება მისცეს, როდის იჯდეს სხდომაზე და როდის – არა, – ასე უპასუხა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხილვას არ ესწრება.
„თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ მიგითითოთ, როდის უნდა ისხდეთ სხდომებზე და როდის რას აკეთებდეთ. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია სხვისი კრიტიკით დაკავდეს, თავისუფალი მანდატი შეუზღუდოს და უთხრას, რომ აი, ახლა შენ აქ უნდა იჯდე და სხვა დროს არ უნდა იჯდე“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები