„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში ხვდებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
შეხვედრაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია ითხოვს, პრეზიდენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადოს.
კომენტარები