ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
მეუფემ „სინოფარმის“ ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. მიტროპოლიტი თავს კარგად გრძნობს. ამბობს, რომ პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
„სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ყოველდღიურად, როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც ეს იცი, ისტორიულად პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, ყოველდღიურად უფალს ევედრები, რომ გვიხსნას სიკვდილისაგან. ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის და კიდევ ერთხელ, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, ექიმებს მადლობა გადავუხადო“, – აცხადებს მიტროპოლიტი.
მეუფე დიმიტრი მაღალი იერარქიის პირველი სასულიერო პირია, რომელიც კოვიდზე საჯაროდ აიცრა.