ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ოპერაცია უახლოეს დროში არ დასრულდება.
ისრაელის არმიისა და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ ოპერაციაში ისრაელმა „ჰამასის“ რამდენიმე უფროსი მეთაური გაანადგურა.
„ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ უფროსი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ წინააღმდეგ ისეთ დარტყმებს განვახორციელებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი აგრესიას მზარდი ძალით პასუხობს და უპასუხებს.
კომენტარები