პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქციას “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” ხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას.
“გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ “ლელოს”, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ამიტომ არა მხოლოდ “ლელოსთან”, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას. ყველა საკითხზე ვისაუბრებ, რაც მათთვის აქტუალურია,” – აღნიშნა კახა კუჭავამ.
კომენტარები