ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი კოლონები შევიდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცის, მათ შორის გაერო-ს კუთვნილმა სატვირთო ავტომობილებმა, ღაზას სექტორში დაზარალებული პირებისთვის პირველადი საჭიროების მედიკამენტები, საკვები და საწვავი შეიტანეს.
ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ღაზას სექტორში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა ე.წ. ქერემ შალომის გზა ხელახლა გახსნა.
კომენტარები