ბელარუსის ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკის თანახმად, მინსკის აეროპორტმა დაჯგუფება ჰამასისგან მიიღე წერილი, რომლის თანახმადაც Ryanair-ის რეისის ბორტზე, რომლიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბომბი იყო.
“ჩვენ ჰამასის მებრძოლები, მოვითხოვთ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს ცეცხლი ღაზის სექტორში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ამ ომში ისრაელის მხარდაჭერაზე. ცნობილია, რომ Delfi-ის ეკონომიკური ფორუმს მონაწილეები ბრუნდებიან სახლში რეისით 4978. ამ თვითმფრინავზე არის ბომბი. თუ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ბომბი აფეთქდება 23 მაისს ვილნიუსის თავზე” – ამ შინაარსის წერილი ბელარუსის ტრანსპორტის და კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.
სიკორსკის თანახმად, აეროპორტის დისპეჩერმა ამის საფრთხის შესახებ Ryanair-ის ეკიპაჟს შეატობინა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება თვითმფრინავი მინსკში დაესვა. სიკროსკი აღნიშნავს, რომ გამანადგურებელი მიგ-29-ის მხრიდან “არანაირი ზეწოლა ან იძულება თვითმფრინავის დაშვებისთვის არ ყოფილა”.
“იმის თქმა, რომ მორიგე ეკიპაჟმა Ryanair-ის ბორტის ფრენა შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება” – ამბობს ბელარუსის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა იგორ გოლუბმა.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო. ინფორმაცია Reuters-ს ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგნელმა ფაუზი ბარჰუმმა.
”ჩვენ არ მივმართავთ ასეთ მეთოდებს” – თქვა ბარჰუმმა.
ბარჰუმის მოსაზრებით, წერილი ჰამასის სახელით გააგზავნა მან, ვისაც დაჯგუფებას “დემონიზება” და “პალესტინელი ხალხის და მათი ლეგიტიმური წინააღმდეგობისთვის” არსებული სიმპატიების ძირის გამოთხრა სურს.