მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრულად ვაქცინირებული ტურისტები, საქართველოში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს ბიძგს მისცემს ჩვენი შიდა ავიაციის გაძლიერებას. ჩვენ ძალიან პროაქტიურად განვაგრძობთ მოლაპარაკებას პარტნიორ ავიაკომანიებთან. იმ ავიაკომპანიებთან რომლებიც COVID19-მდე ოპერირებდნენ ჩვენს ქვეყანაში. უნდა ვიზრუნოთ, რომ სწრაფად დაბრუნდნენ ჩვენს ავიაბაზარზე, იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენს სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე. რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ასევე ტურიზმის სექტორში ჩართულ პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულ ინდუსტრიებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
კომენტარები