სოციალურ ქსელში რომან პროტასევიჩის მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას ვიდეო ვრცელდება.
გავრცელებულ ვიდეოში სოფია საპეგა ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის რედაქტორია, სადაც ბელარუს სამართალდამცველებზე პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებენ.
საპეგას დედა აცხადებს, რომ მის შვილს ამ ყველაფრის თქმა აიძულეს და ის ზეწოლის ქვეშ იმყოფება:
„ჩემმა მეგობრებმაც კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს სოფიას საუბრის მანერა არ არის. ლაპარაკის დროს ის ირწევა, თვალებით მაღლა იყურება, თითქოს ეშინია, რამე არ დაავიწყდეს”.
სოფია საპეგას ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულ მცირე 2 თვით იქნება დაკავებული.
კომენტარები