ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად 314 ადამიანი დააკავეს. შესაბამისი ინფორმაცია ევროპოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ევროპოლში აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის 193 კიბერდანაშაულის ჩადენაში, 72 – ადამიანით ვაჭრობაში, 31 – არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობაში, 18 კი ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვაშია ეჭვმიტანილი.
ერთკვირიანი სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია 2,38 ტრონა კოკაინი და 180 000 ევრო, დაკავებულია 745 მიგრანტი, შემოწმდა 540 000 ავტომობილი, ყალბი საკრედიტო ბარათებით ავიაბილეთების შეძენის მცდელობისთვის დაკავებულია ასევე 193 პირი.
კომენტარები