ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან მხარდაჭერის გაზრდა გამოხატავს მათ მაღალ ნდობას ქართული სახელმწიფოსადმი, – ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ფაქტი.
მისი თქმით, საქართველოს ეზრდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.
„ეს არის 2022 წლის ბიუჯეტის პრიექტში გათვალისწინებული 88 მილიონის ოდენობის დახმარება საქართველოსთვის. ჩვენ ქვეყანას ეზრდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან მხარდაჭერის გაზრდა გამოხატავს მათ მაღალ ნდობას ქართული სახელმწიფოსადმი და მათ სურვილს, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული და ძლიერი“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
კომენტარები