თურქეთში 40 ჯარისკაცი დააკავეს. ყველა მათგანი ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
ადგილობრივი პრესის ცნობით, საუბარია ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზის სამხედრო მოსამსახურეებზე. გარდა ამისა, სააგენტო „დოგანი“ იტყობინება, რომ გაცემულია კიდევ 47 ჯარისკაცის დაკავების ორდერი.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ამ დროისთვის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის 32 000 ადამიანი იმყოფება ციხეში. კიდევ 100 000 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, სამსახურის გარეშე დარჩნენ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ივლისის შუარიცხებში მოხდა. ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული მოვლენები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.
კომენტარები