Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მდიდარ ქვეყნებს ვაქცინების აქტიურად განაწილებისკენ მოუწოდებს.
„ინფიცირების ყოველი ახალი შემთხვევის დროს ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა ჩნდება. არავინ იქნება უსაფრთხოდ, ვიდრე ყველას ვაქცინებზე თანაბარი წვდომა არ ექნება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინების მარაგები აქვთ, რომელიც მათ საჭიროებებს აღემატება. ამიტომაც მათ შეუძლიათ გააფართოონ ვაქცინებზე წვდომა, ვაქცინაციის საკუთარი კამპანიისთვის ზიანის მიყენების გარეშე“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
ბილ გეითსის თქმით, მსოფლიოში ვაქცინების პირველი მილიარდი დოზის 80% მდიდარ ქვეყნებზე მოვიდა, ხოლო 20% – დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებზე.
„მდიდარ ქვეყნებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ საერთო ძალისხმევას და COVAX-ის მექანიზმს მილიარდზე მეტი დოზა მიაწოდონ“, – აღნიშნა მან.