რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მერკელი თანამდებობას სექტემბერში ბუნდესტაგში არჩევნების შემდეგ აღარ დაიკავებს.
რუსეთის პირველი პირის თქმით, მას კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვს მერკელთან და როგორც კოლეგა, მოენატრება.
”არ ვიცი ვინ იქნება მის მაგივრად. ანგელასთან ნამდვილად გვაქვს საქმიანი ურთიერთობა და ამას ძალიან ვაფასებ,”- თქვა პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დასმული კითხვის საპასუხოდ: მოენატრება თუ არა მას მერკელი, როდესაც ის თანამდებობას დატოვებს.
მან მერკელს გამოცდილი პოლიტიკოსი, პირდაპირი და საიმედო პიროვნება უწოდა, თანმიმდევრული, რომელსაც შეუძლია საკუთარი პოზიციის დაცვა.
კომენტარები