გია ვოლსკი საქართველოში ფილიპ რიკერის ვიზიტს გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტის მთავარი მიზანი რეგიონული უსაფრთხოების საკითხია.
„მთავარი არსი არის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოში, რეგიონში, როგორც კავკასიაში, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, შავი ზღვის რეგიონში არის ის თემა, რაც აღელვებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. საკმაოდ ინტენსიური საგარეო ურთიერთობები გაგრძელდება. ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რასაც საქართველოს სტაბილიზაცია ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები