სომხეთის პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„საკითხი პრემიერ-მინისტრთან და მმართველ გუნდთან განვიხილე და მივიღე გადაწყვეტილება უარი ვთქვა მანდატზე და ეროვნულ კრებაში დეპუტატად არ ვიმუშაო. პირველი რიგში, მსურს ცოტათი დავისვენო. ჩემთვის ხუთი წელი მძიმე იყო“, – განაცხადა სიმონიანმა.
მან აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე არ უმსჯელია, თუმცა პოლიტიკაში ყოფნა მმართველი პარტიის გარეშე არ წარმოუდგენია.
ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ მოიპოვა. მან ხმათა 49,74% მიიღო. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა აგვისტოში უნდა გაიმართოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ახალი სპიკერი, შესაძლოა, სიმონიანის მოადგილე რუბენ რუბინიანი გახდეს.
