„მეტამორფოზა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო ინტერესები პრემიერ-მინისტრისგან აბსოლუტურად სხვა ქმედებებს მოითხოვდა, ცხადია, უმკაცრესად უნდა შეფასდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო, გამოსულიყო და საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.
„ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის შესახებ, თითქოს, ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილი ინტერესებთან. იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა და თითქოს, ეს გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული პროცესია“. – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
კომენტარები