მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს. ვინაიდან, მასთან იყო დაკავშირებული ის მოარული ხმები, თითქოს, ეს პარტია მის მიერ მართული პოლიტიკური ძალა იყო, მან განცხადება ცალსახად გააკეთა და ხისტად გაემიჯნა, რადგან ის დეფინიციები, რაც გამოიყენა, ხისტი გამოთქმაა, რომ ეს არის პარტიისა და სახელმწიფოს ღალატი.
გიორგი გახარიას იმის შესაძლებლობა ექნება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაატარა მოვლენებს შორის. გიორგი გახარიას ნაბიჯი ყველაზე ცოტა გაუგებარი იყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ის ითვლებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერად და როცა ასეთ გადაწყვეტილებას მედიიდან იგებ, ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.