ადამიანს, რომლის სახელითაც სპეკულირებენ, თავისუფლად შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ ეს არის ჭორი, ტყუილი და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა.
„როდესაც ადამიანის სახელით სპეკულირებენ და ავრცელებენ ჭორებს და ამ ჭორების საფუძველზე ცდილობენ, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში და 3-4 პროცენტი მაინც ჩამოატეხონ რეიტინგსა და საარჩევნო შედეგებში „ქართულ ოცნებას“, მათი მხრიდან ჭორაობაზეც ძალიან უხერხულია საუბარი და იმაზეც ძალიან უხერხულია საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით პოლიტიკაში დაბრუნდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გავრცელდა.