ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-7 ჩოგანთან, რუს ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა 1:6 დათმო, მეორეში 6:3 გაიმარჯვა, მესამეში კი 3:6 დამარცხდა.
გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა ჟილ სიმონს, მეორე წრეში – არტურ რიდნერკნეხს, მეოთხედფინალში კი ლოიდ ჯორჯ ჰარისს სძლია.
ფინალში რუბლიოვის მეტოქე ფრანგი უგო ჰუმბერტი ან კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება.
კომენტარები