ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა უკვე 500 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს.
ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში „მდგომარეობა კრიტიკულია“. ამ დროისთვის, ბრაზილიაში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი.
კოვიდინფექციითა და მისი თანმდევი გართულებებით გარდაცვლილთა მაჩვენებლით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა და, ამ მაჩვენებლით, მას მხოლოდ აშშ უსწრებს. ამ ქვეყანაში ვირუსს უკვე 601,741 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებას – ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 178 მილიონს გადააჭარბა.
კომენტარები