ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაივანს დაპირებულზე ბევრად მეტი, 2.5 მილიონი დოზა კოვიდვაქცინა გაუგზავნა, – ამის შესახებ BBC წერს.
„მადლობა აშშ-ს ამ მეგობრული ჟესტისთვის“, – ამბობს ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი.
ბოლო დროს, ამ ქვეყანაში ეპიდვითარებაგაუარესდა. ამასთან, 23-მილიონიან ქვეყანაში ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 6%-ია აცრილი.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ ისინი კუნძულოვანი სახელმწიფოს ერთგული რჩებიან და რომ ტაივანი რეგიონში მათი მთავარი მოკავშირეა.
ორი კვირის წინ, მედია წერდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ვაქცინების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების გეგმის ფარგლებში, ტაივანს 750 ათასი დოზით დაეხმარებოდა.
კომენტარები