ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი, ამ შემთხვევაშიც გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, საერთაშორისო ორგანიზაცია ჩართულია ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში და ვიმედოვნებ, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მას გაათავისუფლებენ. კიდევ ერთხელ ბოდიში, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან შეიძლება ღია საუბარმა მოლაპარაკებები ჩაშალოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კომენტარები