ანგელა მერკელმა დღეს, 24 ივნისს, საკუთარი კანცლერობის თანამდების ფარგლებში, სავარაუდოდ, ბუნდესთაგში ბოლო სიტყვით გამოსვლა ჩაატარა. სხვა საკითხებთან ერთად, მერკელი შეეხო რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც.
კანცლერის აზრით, ევროკავშირს პუტინთან და რუსეთთან პირდაპირი საუბრები უნდა ჰქონდეს.
“ჩემი აზრით, ჩვენ, როგორც ევროკავშირს რუსეთთან და რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი უნდა გვქონდეს”. – თქვა ანგელა მერკელმა.
“აშშ-ს პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი საკმარისი არაა. ამას [ბაიდენი-პუტინის შეხვედრას] მივესალმები, მაგრამ ევროკავშირმაც უნდა შექმნას ფორუმი დიალოგისთვის.
კანცლერი ანგელა მერკელი სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას მეხუთე ვადაზე არ იღებს.
კომენტარები