40 წლის ვალერი ბაკო, რომელიც ქმრის მკვლელობისთვის იყო დაკავებული, თავისუფალია, – ამის შესახებ BBC წერს.
ქალს ბრალდება არ მოხსნია – მას 4-წლიანი სასჯელი მიესაჯა: ერთი წელი ციხეში, სამი კი – ე.წ. პირობითი სასჯელი, თუმცა, დარბაზიდან გათავისუფლდა, რადგან ერთი წელი უკვე გაატარა საპატიმროში.
ქალმა აღიარა, რომ 2016 წლის მარტში ქმარი თავისივე იარაღით მოკლა.
ის სასამართლოს მოუყვა, როგორ ძალადობდა კაცი ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში – როცა მისი მამინაცვალი იყო, შემდეგ კი – როგორც ქმარი. ამასთან, კაცი აიძულებდა, თანხის სანაცვლოდ, სხვა კაცებთან ჰქონოდა სექსი.
ვალერი ბაკოს ოთხი შვილი ჰყავს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, პეტიციას ხელი ნახევარ მილიონზე მეტმა, 700 ათასამდე ადამიანმა მოაწერა.
კომენტარები