აშშ-ში, მაიამიში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევის მსხვერპლთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, 156 კი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა, – ამის შესახებ BBC წერს.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კვლავ ძებნა და გადარჩენა და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა“, – ამბობს მაიამი-დეიდის მერი.
არსებული ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომაა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.
საცხოვრებელი სახლის ნაწილი ხუთშაბათ დილას, მაშინ ჩამოინგრა, როცა მასში მცხოვრებთა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა.
კომენტარები