საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ნელ-ნელა დომინანტური ხდება.
ოლივიე ვერანის განმარტებით, ამჟამად საფრანგეთში ე.წ. ინდურ შტამზე შემთხვევების 20% მოდის.
„ვარიანტი „დელტა“ თანდათან დომინანტური ხდება, როგორც ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, რადგან უფრო გადამდებია“, – აღნიშნა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.
11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.