„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც უნდა რევოლუცია, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში. ზოგჯერ თავს იკატუნებენ, ვითომ არ უნდა უნდათ და თანამშრომლობა უნდათ, მაგრამ სინამდვილეში სულ რევოლუცია უნდა. აი, „ლელოსი“ არის გასაკვირი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას „იმედის ფაქტორში“განაცხადა.
„ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის გზები გაიყო მაშინ, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, „ლელოს“ ოფისში ბოლო შეხვედრაზე მივედით და აღმოვაჩინეთ, რომ „ლელო“ იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად რევოლუციას მოწყურებული და რადიკალური ძალა. აქ გაიყო ჩვენი გზები და სიმართლე გითხრათ არც გამკვირვებია. მიშელის დოკუმენტს რომ მოაწერეს ხელი ის გამიკვირდა და შემდეგ საარჩევნო რეფორმის შემუშავებაში ჩაერთნენ, მაგრამ ეს ამბავი არ გამკვირვებია. გულდასაწყვეტია, ყველანი ვართ ადამიანები და დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩვენს მხრებზე გადააბიჯეს და ისე შევიდნენ. გაიმეორე ის, რის გამოც ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ჩვენ ჯიუტად ვამბობდით, რომ საარჩევნო რეფორმა არის ისტორიული ამბავი. მახინჯი სტერეოტიპებით არის ქართული პოლიტიკა გამოტენილი. რაც არ უნდა კარგი გააკეთოს ოპონენტმა მმართველი პარტიიდან, შენ თუ ოპოზიციაში ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა თქვა, რომ ეს არის საზიზღრობა. ან ოპოზიციაშივე, ვინმე სხვამ თუ გააკეთა, უნდა თქვა, რომ ეს არის საზიზღრობა. ადამიანურად დამწყდა გული, რომ გუშინ არც ერთ ოპოზიციონერს არ უთქვამს, ღირსება ვერ გამოავლინეს, რომ ეთქვათ მადლობა. შალვა პაპუაშვილს მადლობა, ლევან იოსელიანს მადლობა. მე ვ ერ დავიბრალებ, არ ვყოფილვარ თანათავმჯდომარე, ერთ სხდომას დავესწარი, იურისტი არ ვარ და საარჩევნო ამბავი კარგად არ ვიცი. არ მრცხვენია ამის თქმა. მე ვნახე რა შრომა ჩადეს შალვამ და ლევანმა. რადგან შალვა „ქართული ოცნებიდანაა“ უნდა ვთქვა, რომ მხოლოდ ლევანი მუშაობდა და შალვა ხელს უშლიდა?“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.