როსტოვში, კამენსკის მხარეში, ორი ბავშვი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გარდაიცვალა. ინფორმაციას ინრნეტგამოცემა rbc.ru ავრცელებს. 2 და 4 წლის გოგონები ძმას ეთამაშებოდნენ, რა დროსაც იქვე გაჩერებულ მანქანაში გადაძვრნენ. “გოგონების დედამ ისინი რამდენიმე საათის შემდეგ მოიძია და რომ ვეღარ ნახა, პოლიციაში დარეკა.
სამართალდამცველებმა გოგონები იქვე დაპარკინგებულ მანქანაში იპოვეს, ორივე მათგანი სიცხისგან იყო გაგუდული. მცირეწლოვნების გარდაცვალების მიზეზად მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა სახელდება”, – წერს გამოცემა.
ადგილობრივები მომხდარს ეხმაურებიან და სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბავშვის დედას სტუმრები ჰყავდა და პატარები ეზოში უმეთვალყურეოდ, ასაკით პატარა ძმასთან ერთად გაუშვა. ერთ-ერთი ვერსიით, დედას ჩაეძინა და შვილების გარეთ ყოფნა გამორჩა. სხვები ამბობენ, რომ მას სტუმრები ჰყავდა, გაერთნენ და ბავშვები გარეთ, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ.