კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ ნაწილში, Umid-ის გაზის საბადოდან 10 კილომეტრის მოშორებით და ბაქოს სანაპიროდან 75 კილომეტრში აფეთქება მოხდა.
ეს ადგილი ტალახის ვულკანებითაა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, სწორედ ტალახის ვულკანის ამოფრქვევა გახდა აფეთქების მიზეზი.
აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ში აცხადებენ, რომ კომპანიის კუთვნილი საზღვაო პლატფორმა არ დაზიანებულა.
სავარაუდოდ, აფეთქება, ლოდებისა და ქანების ნაწილის მძლავრი ამოტყორცნისას, მათმა ურთიერთქმედებამ გამოიწვია.
კომენტარები