თაკო ჩარკვიანის ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი პოსტს აქვეყნებს.
“ანუ ვუქმდებით
ძალადობაზე ხმის არ ამოღება ნიშნავს იყო მონაწილე ძალადობის.
ჩემი გული დღევანდელ აქციაზეა.
ფიზიკურად სამწუხაროდ ვერ ვიქნები, არ ვარ ქვეყანაში და უზომოდ მინდა რომ ვიყო დღეს მშვიდობის, დემოკრატიის, მომავლის მხარეს.
ბევრად მეტნი ვართ.
საერთო, ზოგადი სინათლისთვის.
ღირსეული, დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და არა სტაგნაციური, უმომავლო “ემოციური რესპუბლიკისთვის”!
მტერი მიზანმიმართულად იყენებს შიდა, მავნე არეულობას და ამას თუ ვერ ვხვდებით და ეს ტრაგედია რაც გუშინ იყო მხოლოდ ლგბტ – ზე და ჟურნალისტებზე თავდასხმად მიგვაჩნია და პროტესტად- ვცდებით!
საქართველოს როგორც სახელმწიფოს ანადგურებენ.
ყველანაირ, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას ანადგურებენ ნებით თუ უნებლიეთ რაც ქვეყანას შეიძლება გააჩნდეს.
ეს ადამიანის უფლებებია.
მანიპულირებენ ასევე ძალიან ძვირფასი ღირებულებებით, ღირებულების არასწორი ინტერპრეტირებით.
ამას დროზე უნდა გავუსწოროთ თვალი.
გაეროსთან მისვლა, ქვების სროლა შემთხვევითი არ იყო- ეს არის მათი მიზანი, გაანადგურონ ქვეყნის დასავლური მომავალი.
ზოგი უნებლიეთ არის ამ ტრაგედიის მონაწილე, ორგანიზატორებმა კი ზუსტად იციან რასაც აკეთებენ.
არ არსებობს არანაირი პროფესია თუ პირადი კომფორტი იქ სადაც მოქალაქეობრივი პოზიცია და უფლება ირღვევა, თან უკვე კიარ ირღვევა – უქმდება.
ანუ – ვუქმდებით.
არ მოგეცემათ დიქტატურის დამყარების საშუალება. ვერასოდეს გაიმარჯვა მცდელობებმა და ეს უნდა ახსოვდეთ მმართველ ძალებს..
ვერასოდეს გაიმარჯვებს სიბნელე.
NO TO VIOLENCE 🇬🇪”
ჩარკვიანის ქალიშვილი: ჩემი გული დღევანდელ აქციაზეა!
2021/07/06 17:55:53
კომენტარები
ნანახია: 522 ჯერ