ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა ცემა დაიმსახურეს. ამის შესახებ მან დღეს, 12 ივლისს, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლნებისა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების კომენტირებისას განაცხადა.
მიტროპოლიტი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს და ძალადობაში ჟურნალისტებს ადანაშაულებს.
“გვიწევს მოწოდება ხალხისა, იმიტომ, რომ ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო, თქვენ უწევთ პროპაგანდას თითოეული თქვენგანი. თქვენ გარდააცვალეთ[ოპერატორი ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, იცით და წირავთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე. რატომ აკეთებთ ამას? რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას ? ვინაა მოძალადეები? უმრავლესობაზე ძალადობთ, თქვე მოძალადეებო. თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ, თქვენ ხართ ეგი, გამიგე? აბსოლუტურად”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, “იმის თქმა გინდათ, დავიმასახურეთ, რომ გვცემეს?”, სასულიერო პირი პასუხობს, რომ დაიმსახურეს.
კითვხაზე, ახალისებს თუ არა ის ცემას და მოსწონს თუ არა სასულიერო პირს ადამიანების ცემა, პასუხად მიტროპოლიტმა ჟურნალისტს თითი დაადო და უთხრა:
“ცემა თქვენ მოგწონთ. თქვენ მოგწონ რომ ძალადობთ ჩვენზე? ნუ ატრიალებთ ტეხნიკურად, გაიგე?! პი-პი-პიპ. ხელით გეხები კი არა, დავაპიპინე, გაიგე?!”, – უთხა ჟურნალისტს მიტროპოლიტმა ანტონმა.